ჩვენ შესახებ

კარიერა.ჯე არის დასაქმების ვებ-გვერდი, სადაც ქვეყნდება განცხადებები ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების და გრანტებისა შესახებ. ასევე სამსახურის მაძიებელთა რეზიუმეები.
კომპანიის მთავარ საქმიანობას კადრების შერჩევა წარმოადგენს. ერთის მხრივ, ვეხმარებით დამსაქმებლებს სასურველი კადრების მოძიებაში, მეორეს მხრივ ხელს ვუწყობთ სამსახურის მაძიებლებს დასაქმებაში.
კომპანიის ერთ-ერთ მთავარი მიზანს წარმოადგენს დასაქმების ბაზრის მაღალკვალიფიციური კადრებით მომარაგება. ამიტომ მსურველებს ვთავაზობთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს სხვადასხვა სფეროში, დასაქმების მაღალი გარანტიით.

ჩვენი მისია

ჩვენი სამუშაო გუნდი ითვალისწინებს ეროვნული და სექტორულ პრიორიტეტებს, განათლების, განსაკუთრებით კი პროფესიული განათლების ამჟამინდელ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის ევროპული თუ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. საზოგადოების ყველა ფენის უფლებაა მიიღოს პროფესიული განათლება, მიუხედავად მისი ამჟამინდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, თუ საცხოვრებელი ადგილისა. kariera.ge-ს სამუშაო გუნდი, ცდილობს ხელი შეუწყოს ადამიანური რესურსების მდგრად გაუმჯობესებას (შესაძლებლობებისა და პოტენციალის განვითარებას, დასაქმების თუ თვითდასაქმების შესაძლებლობას, შემოსავლის მიღებას და თვითრეალიზებას) და შრომის ბაზრის ამჟამინდელი თუ სამომავლო მოთხოვნების დაკმაყოფილებით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და სიღარიბის შემცირებას.
სხვადასხვა ბაზრებზე მყიდველები და გამყიდველები ყოველთვის ვერ ახერხებენ ერთმანეთთან მყისიერად დაკავშირებას. ეს ეხება, მაგალითად, დამქირავებლებს, რომლებიც ეძებენ მუშახელს და მშრომელებს, რომლებიც ეძებენ სამუშაო ადგილს. ძიების პროცესი საჭიროებს დროსა და რესურსებს. შედეგად, ხშირ შემთხვევაში ბაზრებზე რიგი მყიდველების მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება, ხოლო რიგი გამყიდველები ვერ გაყიდიან იმდენს რამდენიც სურთ. ამიტომ დასაქმების ბაზარზე ერთდროულად არსებობს ვაკანსიები და უმუშევრობა. ჩვენი სამუშაო გუნდის მთავარი მიზანია შეასრულოს შუამავლის როლი საქართველოს დასაქმების ბაზარზე. ჩვენს საიტზე ყოველდღიურად ახლდება ვაკანსიებისა და სამსახურის მაძიებელთა ბაზა.
საქართველოს პროფესიული განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის „პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის“ (2013–2020 წლები) მიხედვით, სტრატეგიის წარმატებით განხორციელებისათვის, გარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა, მთავრობისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ძალისხმევისა, საჭიროა დამსაქმებლების, პროფესიული კავშირების, დასაქმებულებისა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და მთლიანად, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა რეფორმის პროცესში.
ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია შევასრულოთ აქტიური შუამავლის როლი დასაქმების ბაზარზე და:
• დავეხმაროთ კომპანიებს შესაბამისი სამუშაო პერსონალის მოძიებაში
• დავეხმაროთ სამსახურის მაძიებლებს საუკეთესო კარიერის შექმნაში
• გავზარდოთ არსებული პერსონალის პროფესიული დონე
• ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, აღმოაჩინონ საკუთარი უნარები და ინტერესები რაც მთავარი საწინდარია წარმატებული კარიერის შესაქმნელად

kariera.ge გთავაზობთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. სკოლაში ლექციებს კითხულობენ უნივერსიტეტის პროფესორები. კურსების გავლის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი. კომპანია ასევე ეხმარება სკოლის კურსდამთავრებულებს დასაქმებაში.

ინფორმაცია ლექტორების შესახებ:

  • ემზარ ჯგერენაია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, PHD – იხილეთ რეზიუმე
  • მაკა ღანიაშვილი, ჟურნალისტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი – იხილეთ რეზიუმე

კურსების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულებზე:

ბუღალტერია
მარკეტინგი
ვებ-დიზაინი
ჟურნალისტიკა
ინგლისური ენა
ელექტრიკოსი

სასურველ კურსზე ჩასაწერად გაიარეთ რეგისტრაცია:

Facebook